რეტროსპექტიული მაკიაჟის საავტორო კურსი  ( 20-ე საუკუნე )

იმისათვის , რომ გახდეთ ჩვენი სტუდენტი , გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას :

კურსის დანიშნულებაა ცოდნის გაღრმავება მაკიაჟის, ვარცხნილობის, მოდის და სტილისტიკის სფეროში. რეტროსპექტიული მაკიაჟის საავტორო კურსი არის შესაძლებლობა, ჩაუღრმავდეთ  ბოლო ასწლეულის მაკიაჟის ტენდენციებს, შეისწავლოთ რეტროსპექტიული მაკიაჟის თანამედროვე დროში გაცოცხლების ტექნიკა.

სასწავლო პროგრამა:

  • ·ბოლო საუკუნის ტენდეციების განხილვა

  • რეტროსპექტიული ვარცხნილობის ჩვენება

  • რეტროსპექტიული ვიზუალის შექმნა

  • 20 - იანი წლები - ქალი ვამპი. სტილის სახეები: ტედა ბარა, პოლა ნეგრი, ალლა ნაზიმოვა.

30 - იანი წლები - “Femme Fatale”.  სტილის სახეები:  მარლენ დიტრიხი, გრეტა გარბო, ბეტ დევისი, შანელის სახლი.

40 - იანი წლები -“ Pin up girl”  სტილის სახეები:  რიტა ჰეიუორტი, ავა გარდერი, ბეტი პეიჯი.

50 - იანი წლები  - “New look”  სტილის სახეები:  მერლინ მონრო, ელიზაბეტ ტეილორი, ოდრი ჰეთბერნი, დიორის სახლი, ჟივენში.

60 - იანი წლები - “ ბრენდის გოგო“, სტილის სახეები:   ტვიგი, ჯეინ ბირკინი, ბრიჯიტ ბარდო “Doll look”.

70 - იანი წლები  - სტილის სახეები:  მარინა ვლადი, აბბა, დონა სამერი, ანჯელა დევისი.

80 - იანი წლები  - “Bad girl” , სტილის სახეები:  მადონა, დები ჰარი.

90 - იანი წლები  - ნატურალურობა და ბუნებრიობა, სტილის სახეები: გვინეტ პელტროუ, უმა ტურმანი. 

რეტროსპექტიული მაკიაჟის შესასწავლად საჭიროა ვიზაჟის ცოდნა საბაზისო დონეზე!

სტუდენტმა უნდა იქონიოს დამადასტურებული საბუთი.

ვიზაჟის ინსტიტუტი უზრუნველყოფს სტუდენტს აქსესუარებით, საღებავებით და  სამუშაო მასალით.

კურსის დასასრულს ბარდება საგამოცდო ნამუშევარი.

საგამოცდო თემატიკა - თავისუფალი.

გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში სტუდენს გადაეცემა რეტროსპექტიული კურსის საავტორო სერტიფიკატი.

კურსის ხანგრძლივობა - 10 გაკვეთილი

ერთი გაკვეთილი - 3 საათი , კვირაში 3 - ჯერ  ( ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი )

14:00 - დან 17:00 საათამდე

კურსის ღირებულება:  750 ლარი

რეგისტრაციის ეტაპები

1. შეავსეთ საბაზისო კურსის სარეგისტრაციო ფორმა

2. მობრძანდით გასაუბრებაზე საქართველოს ვიზაჟის ინსტიტუტში

მის. : იაკობ ნიკოლაძის ქ. 6 , მობ. : + 995 599 444 784   +995 555 335 175

სარეგისტრაციო ფორმა *

სახელი / გვარი *
სახელი / გვარი