საქართველოს ვიზაჟის ინსტიტუტის საბაზისო კურსი

რეგისტრაციის თარიღი : 20 აგვისტოდან  8  სექტემბრის  ჩათვლით.

სასწავლო პროცესი იწყება  10 სექტემბერს.

 

იმისათვის , რომ გახდეთ ჩვენი სტუდენტი , გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას საქართველოს ვიზაჟის ინსტიტუტის შესახებ :

 

უპირატესობები

• ათწლიანი სამუშაო გამოცდილება.
• წარმატებული და კვალიფიცირებული პედაგოგები.
• ინსტიტუტი შეუწყობს ხელს როგორც ცოდნის მიღებასა და პრაქტიკული უნარების განვითარებას , ასევე კარიერულ წინსვლას
• სტუდენტების მნიშვნელოვან ნაწილს ეძლევა შესაძლებლობა ითანამშრომლოს მსხვილ ბრენდებთან და მიიღოს მონაწილეობა საქართველოში მიმდინარე წამყვან პროექტებში
• პირველი ინსტიტუტი საქართველოში , რომელმაც დააფუძნა beauty სააგენტო ვიზაჟისტებისთვის და ფოტოგრაფებისთვის  . ამით ხელი შეუწყო არტისტებისა და დამქირავებელთა თანამშრომლობას 
• ყველა სასწავლო პროგრამა არის საავტორო და ტექნიკურად გამართული. სწავლება მიმდინარეობს სხვადასხვა ენებზე 
• ინსტიტუტი უზრუნველყოფს აუდიტორიებს სწავლისთვის საჭირო პირობებითა და სწორი, ხარისხიანი აღჭურვილობით , როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული გაკვეთილებისთვის

 

სწავლის განრიგი


კურსის  ხანგრძლიობა - 2 თვე.

• 1 თვე - 25 ინტენსიური გაკვეთილი , რომლის ხანგრძლიობაც არის 3 საათი, ჩატარდება ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა ; მოიცავს როგორც თეორიულ , ასევე პრაქტიკულ ნაწილს. 
• 2-ე თვე - ძირითადად მოიცავს დამატებით პრაქტიკას ინსტიტუტის გარეთ. წარჩინებულ სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა გადაღებებსა და მნიშვნელოვან პროექტებში როგორიც არის Mercedes - Benz Fashion Week Tbilisi
მიღება ხორციელდება ორ ჯგუფად 

  •  დილის  - 11.00 : 14.00
  •  საღამოს - 17.00 : 20.00 

შედგება ხუთი სტუდენტისგან , იმ შემთხვევაში , თუ მოსწავლეთა რაოდენობა აღემატება ხუთს , გაკვეთილს ატარებს ორი პედაგოგი.ინსტიტუტის პირობების ყველა თეორიული გაკვეთილი მიმდინარეობს მოწვეულ მოდელთან ერთად, პრაქტიკული ნაწილის თანხლებით.

ინსტიტუტი უზრუნველყოფს სტუდენტს

  • სახარჯი მასალით
  • საუკეთესო პროფესიული და დეკორატიული კოსმეტიკის ფართო ასორტიმენტით , იმისათვის რომ მოსწავლეს ჰქონდეს არჩევნის საშუალება.
  • პირადი პორტფოლიოთი.
  • სტუდენტები , რომლებიც გაივლიან საბაზისო კურსს , კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებზე ინსტიტუტი საჩუქრად გადასცემს  20%-იან ფასდაკლების ბარათს 

ასევე სტუდენტს გადაეცემა საჩუქრად :

  • ფუნჯების ნაკრები
  • ფუნჯების სათავსო
  • პალიტრა
  • შპატელი
  • საწერი კალამი
  • ქრომატული წრე
  • საქართველოს ვიზაჯის ინსტიტუტის მაისური და ჩანთა
  • თეორიული მასალა
  • Face chart

სასწავლო გეგმა

  • პროფესიასთან გაცნობა.
  • ეტიკეტი, რომელსაც სტუდენტი დაიცავს კლიენტთან ურთიერთობისას / კლიენტთან მუშაობის ფსიქოლოგიური ასპექტები
  • საჭირო აღჭურვილობა და ინსტრუმენტები  / პროფესიონალური ინსტრუმენტების სახეობები თითოეული მათგანის დასახელება და დანიშნულება
  • ანტისეპტიკა ( სტერილიზაცია) / ჰიგიენური პირობები, რომლებიც უნდა უზრუნველყოს ვიზაჟისტმა.
  • კოსმეტიკური საშუალებების კლასიფიკაცია / გაცნობა პროფესიონალურ დეკორატიულ კოსმეტიკასთან.
  • სხვადასხვა ბრენდის დეკორატიული კოსმეტიკის შესწავლა
  • კოსმეტიკის სხვადასხვა ტექსტურის შერჩევა კანის თავისებურების მიხედვით
  • "Beauty" - ლექსიკონი - მაკიაჟის თანამედროვე ტერმინოლოგია
  • პროფესიონალი ვიზაჟისტის სამუშაო ქეისის შექმნა

 

  • კოსმეტოლოგიის საფუძვლები : პედაგოგი ვიზაჟისტი-კოსმეტოლოგი
  1. კანის სახეობა
  2. კანის მოვლა მაკიაჟამდე და შემდგომ
  3. სახის ნიღაბი, კრემი, ლოსიონი
  • სახის და მისი ნაწილების პროპორციები / სახის ანატომიური აგებულება , შუქ-ჩრდილი მაკიაჟში 
  • სახის იდეალური პროპორციები (ფრანგული სქემა)
  • სახის დეტალების მოდელირების პრინციპები და თავისებურებანი
  • წარბის გაფორმება : პედაგოგი Brow Artist
  • წარბის ფორმა , აგებულება
  • ტრიმინგი
  • წარბის შეღებვა დეკორატიული საშუალებებით
  • სეზონური ტიპები ,  იტენის თეორიის მიხედვით / სახის ინდივიდუალური ფერთა პორტრეტის შედგენა / ფერის პალიტრის შერჩევა თითოეული სახის ტიპისთვის  / ფერის უპირატესობის ფსიქოლოგია
  • მაკიაჟის მიკრო კოლორისტიკა
  • ესკიზირება - ესკიზის შექმნა : პედაგოგი მხატვარი-ვიზაჟისტი / შუქ-ჩრდილების შესწავლა face chart-ზე ესკიზის შექმნისას
  • მაკიაჟის 5 ძირითადი სქემა : 
  1. კლასიკური
  2. დიაგონალური
  3. ვერტიკალური
  4. ჰორიზონტალური
  5. ბანანი 
  • ტექნიკის სახეობები :
  1. აკვარელის
  2. კრემოვანი
  3. გელის
  4. ფანქრის
  • სახის კორექციის მშრალი და ცხიმიანი ტექნიკა 
  • ბზინვარე სახის შექმნის ტექნიკა
  • რამოდენიმე პროდუქტის გამოყენება პარალელურად
  • პიგმენტების და გლიტერების გამოყენება
  • ევროპული მაკიაჟის ტექნიკა
  • გრადაციის ტექნიკა მოცულობის შესაქმნელად
  • მაკიაჟის გრაფიკა
  • მონოქრომული მაკიაჟი

მაკიაჟის სახეობები :

  • “Nude look”
  • “Hollywood”
  • “Smokey eye”
  • საქორწილო
  • აღმოსავლური
  • “Retro”
  • “Rock”
  • ბზინვარე
  • კონტრასტული
  • ასაკობრივი ( თეორია , საჩვენებელი მაკიაჟი )
  • მამაკაცის ( თეორია  , საჩვენებელი მაკიაჟი )
  • საბავშვო ( თეორია  , საჩვენებელი მაკიაჟი )
  • მომავალი სეზონის მაკიაჟის ტენდენციები ( მოდის ისტორიის პედაგოგი ) / Fashion პორტალებთან გაცნობა და საჭირო რეკომენდაციები
  • წამწამების ბუჩქოვანი დაგრძელება 

 

გამოცდა

1.     სტუდენტი, რომელიც გააცდენს გაკვეთილს არა საპატიო მიზეზით გამოცდაზე არ დაიშვება !

2.     გამოცდა იყოფა სამ ეტაპად :

      თეორიული (ბილეთებით)

      სქემის გამომუშავება face chart - ზე

     face chart - ის სქემის გადატანა მოდელზე ( თავისუფალი თემა )

3.     გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში სტუდენტი ღებულობს საქართველოს ვიზაჟის ინსტიტუტის საავტორო სერტიფიკატს

4.     წარმატებული სტუდენტები პირადად მიიღებენ სარეკომენდაციო წერილს  წამყვანი პედაგოგისგან - ქრისტინა რეჯინი

 

საბაზისო კურსის საფასური შეადგენს 2250 ლარს.

თანხის ერთიანად  გადახდის შემთხვევაში საფასური - 2000 ლარი .

შესაძლებელია შიდა განვადება , თანხის სამ ნაწილად გადახდა

ასევე , შეგიძლიათ ისარგებლოთ თიბისი ბანკის განვადებით 

განვადების დეტალურ პირობებთან გასაცნობათ გვეწვიეთ ინსტიტუტში ან დაგვიკავშირდით 

მის. : იაკობ ნიკოლაძის ქ. 6 , მობ. : + 995 599 444 784   +995 555 335 175

საავტორო კურს ჩაატარებენ ინსტიტუტის პედაგოგები :

მთავარი ტრენერი - ქრისტინა რეჯინი

თეორიის პედაგოგი - ნინო შუბლაძე

brow artist - ხათუნა სამსიანი

ვიზაჟისტი - ასისტენტი ( ესკიზირება face chart - ზე ) - ლუჩია დევეჯიევა

მოწვეული პედაგოგი : ვიზაჟისტი - კოსმეტოლოგი

 

რეგისტრაციის ეტაპები

1. შეავსეთ საბაზისო კურსის სარეგისტრაციო ფორმა

2. მობრძანდით გასაუბრებაზე საქართველოს ვიზაჟის ინსტიტუტში

მის. : იაკობ ნიკოლაძის ქ. 6 , მობ. : + 995 599 444 784   +995 555 335 175

 

სარეგისტრაციო ფორმა *

სახელი / გვარი *
სახელი / გვარი
course